ავღანეთის ქალაქ ყანდაღარის აეროპორტის შესასვლელში თვითმკვლელმა თავი აიფეთქა. აფეთქების შედეგად სულ მცირე ექვსი ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი პოლიციელები ავრცელებენ.
"ბი-ბი-სის" ინფორმაციით, თვითმკვლელის ეს თავდასხმა ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში უკვე მეორეა ადგილზე სადაც ტერორისტული დაჯგუფება თალიბანი დაარსდა.