"რობერტ სტურუას გამო "გოგონა გარეუბნიდან" არავის გავუშვებთ", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" სერიალის პროდიუსერმა.
"გამორიცხულია სტურუას გამო სპექტაკლიდან რუსკა მაყაშვილი ან ვინმე სხვა მსახიობი გავუშვათ. ეს ინფორმაცია, რომელიც გავრცელდა სიცრუეა. ერთადერთი რის გამოც ჩვენთან მსახიობებმა შეიძლება გადამღები ჯგუფი დატოვოს ეს იქნება - სცენარი", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" დავით გოგიჩაიშვილმა.
ცნობისთვის, გავრცელებული ინფორმაციას, რომ რობერტ სტურუას თეატრიდან გაშვების მხარდაჭერის გამო რუსკა მაყაშვილს სერიალიდან უშვებენ პროდიუსერები და თავად მსახიობიც უარყოფს, თუმცა "საპნის ოპერაში" მე-6 სეზონში შეიძლება სცენარისტების გადაწყვეტილებით "ანჩოს" როლის შემრსულებელს მაყურებელი დროებით დაემშვიდობოს.
"ახლა ვმუშაობთ მე-6 სეზონზე. როგორც ახალი სცენარი მოითხოვს ისე აეწყობა მსახიობების გუნდიც. ჩვენ ვიცავთ ასეთი ჟანრის სერიალების კანონებს, სადაც მთავარია სცენარი. არამგონია, "ანჩო" სერიალიდან წავიდნენ, თუმცა შეიძლება დროებით აღარ იყოს. გააჩნია სცენარისტების გადაწყვეტილება როგორი იქნება", - აღნიშნა გოგიჩაიშვილმა.