რუსკა მაყაშვილს სცენარისტებმა სერიალი "გოგონა გარეუბნიდან" შესაძლოა დროებით დაატოვებინონ. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" სერიალის პროდიუსერმა, დავით გოგიჩაიშვილმა განუცხადა ეს რობერტ სტურუასთან არანაირ კავშირში არ არის.
"ახლა ვმუშაობთ მე-6 სეზონზე. როგორც ახალი სცენარი მოითხოვს ისე აეწყობა მსახიობების გუნდიც. ჩვენ ვიცავთ ასეთი ჟანრის სერიალების კანონებს, სადაც მთავარია სცენარი. არამგონია, "ანჩო" სერიალიდან წავიდნენ, თუმცა შეიძლება სცენარისტების გადაყწვეტილებით დროებით აღარ იყოს. გააჩნია სცენარისტების გადაწყვეტილება როგორი იქნება", - აღნიშნა გოგიჩაიშვილმა.
ცნობისთვის, გავრცელებული ინფორმაციას, რომ რობერტ სტურუას თეატრიდან გაშვების მხარდაჭერის გამო რუსკა მაყაშვილს სერიალიდან უშვებენ პროდიუსერები და თავად მსახიობიც უარყოფს.
"გამორიცხულია სტურუას გამო სპექტაკლიდან რუსკა მაყაშვილი ან ვინმე სხვა მსახიობი გავუშვათ. ეს ინფორმაცია, რომელიც გავრცელდა სიცრუეა. ერთადერთი რის გამოც ჩვენთან მსახიობებმა შეიძლება გადამღები ჯგუფი დატოვოს ეს იქნება - სცენარი", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" დავით გოგიჩაიშვილმა.