ახალგაზდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის გიორგი ჩხეიძის განცხადებით, 15 საათისათვის ორგანიზაციამ უკვე 95 საჩივარი დაწერა. ჩხეიძის განცხადებით, დაფისრირებულია სარჩევნო პროცედურების უხეში დარღვევის ფაქტებიც.
"დარღვევევბის უმეტესობა დაფიქსირებულია თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში. არის შემთხვევები, როდესაც ისეთ ამომრჩევლებს ეძლევათ არჩევნის გაკეთების საშუალება, რომელთაც არ აქვთ პირადობის მოწმობა. ხშირია შემთხვევები, როდესაც მარკირების აპარატები მწყობრიდანაა გამოსული. ცენბტრალურ საარჩენო კომისიას მოვუწოდებთ, ყურადღება გაამახვილონ მარკირების აპაარტების გამართულობაზე, რათა არ მოხდეს ერთი ადამიანის მხრიდან ხმის მიცემა მეორედ", - განაცხადა ჩხეიძემ.
ჩხეიძე განმარტავს იმასაც, რომ მათ მიერ დაფიქსირებულია შემთხვევები, როდესაც პატიმრებს არ აქვთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია და არ ეძლევათ არჩევნებში მონაწილეობის საშუალება.