რუსეთმა მსოფლიო ფინანსური კრიზისის თავიდან ასაცილებლად სამი ტრილიონი რუბლი დახარჯა. ამის შესახებ რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა ტელკომპანია "Россия 1"-ის ეთერში განაცხადა.
"ეს ნამდვილად კოლოსალური თანხაა, თუმცა ამ თანხის ნაწილი ჩვენ უკან დავიბრუნეთ და თან მოგებით", - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, რუსეთმა კრიზისამდელ პერიოდთან შედარებით, უკვე 2/3-ით აღადგინა თავისი ეკონომიკის დონე.