ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში ხმა 3 ათასამდე ამომრჩეველმა მისცა.
D
დიდი ლიახვის ხეობის საკრებულოს წევრის, ბადრი ბასილაშვილის განცხადებით, ხეობის სამ სოფელში 25 უბანია გახსნილი და არც ერთ მათგანზე დარღვევა ჯერჯერობით არ დაფიქსირებულა.
D
"ყველა უბანზე იმყოფებიან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და დამკვირვებლები. გაუგებრობა იყო მხოლოდ "ახალი მემრჯვენეების" წარმომადგენლებთან დაკავშირებით, რომლებიც ფრონეს ხეობაში გახსნილ 2 საარჩევნო უბანზე მოხვედრას დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი სოფელ მუგუთის გზით ცდილობდნენ. ისინი, ბუნებრივია, არ შეუშვეს", _ აცხადებს ბასილაშვილი.
M
მისივე თქმით, ფრონეს ხეობაში მოხვედრა მხოლოდ შემოვლითი გზით არის შესაძლებელი, რომელიც სოფელ ნიქოზზე გადის.
"გაუგებარია, რატომ ცდილობდნენ სხვა გზით შემოსვლას. შესაძლოა, ეს პროვოკაციაც იყოს", _ განაცხადა ბასილაშვილმა.