დათო არჩვაძე საავტორო სიმღერების საღამოს გეგმავს. ამის შესახებ მუსიკოსმა "ჯი-ეიჩ-ენს" განუცხადა.
"მინდა ჩემი საავტორო სიმღერების საღამო მოვაწყო, რომელზეადც სიმღერებს სხვა მომღერლები შეასრულებენ. მიმდინარეობს ამაზე მუშაობა და მინდა ძალიან ლამაზი საღამო მოვაწყოთ, სადაც ბევრი სიურპირიზი იქნება", - განაცხადა არჩვაძემ.
როგორც მუსიკოსმა აღნიშნა, ის ბევრ ახალ სიმღერაზე მუშაობს, რომელსაც ლაშა ღლონტი, ქართული ხმები, ნინა წკრიალაშვილი და ბევრი სხვა მომღერალი შეასრულებს.