ქართული კინო ტრიესტეს საერთაშორისო კინოფესტივალზე იქნება წარმოდგენილი. ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში სალომე ჯაშის დოკუმენტური ფილმი "ბახმარო" იქნება წარმოდგენილი. ფესტივალის სპეციალურ პროგრამაში 18 საერთაშორისო პროექტს შორის, თინათინ ყაჯრიშვილი მხატვრული ფილმის - "პატარძლების" პროექტს წარადგენს. ალექსანდრე კვატაშიძის დოკუმენტური ფილმის - "შეგხვდებით ჩეჩნეთში" სცენარი ფესტივალის ევროპულ იმედის მომცემ 11 პროექტებს შორის მოხვდა.
ტრიესტეს საერთაშორისო კინოფესტივალი WHEN EAST MEETS WEST - არის სხვადასხვა კინოორგანიზაციის (Friuli Venezia Giulia Audiovisual Regional Fund, the Trieste Film Festival, EAVE, ANTENNA MEDIA TORINO, MEDIA DESK ITALIA,) ერთობლივი ღონისძიება, რომელიც ევრიმაჟის პატრონაჟით იმართება იტალიაში, ტრიესტეს კინოფესტივალზე. მისი მთავარი მიზანია გაუმჯობესდეს თანამშრომლობა აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპის კინოინდუსტრიის წარმომადგენლებს შორის. იმართება ინდუსტრიული შეხვედრები მრგვალი მაგიდის ფორმატში, ინდივიდუალური შეხვედრები პროექტების მიხედვით და ა.შ. მისია ერთია: ყველა რეგიონის და ქვეყნის კინოსექტორის წარმომადგენლების დაახლოება.