რუსუდან ჭყონიას ახალ ფილმში "გაიღიმე" ქართველი მსახიობი ქალები თამაშობენ. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ია სუხიტაშვილმა განუცხადა, რუსუდან ჭყონიას ფილმში მასთან ერთად ია ნინიძე, ნანა შონია, შორენა ბეგაშვილი და ოლიკო ბაბლუანი თამაშობენ.
"ფილმში სულ ქალები ვთამაშობთ, რომლისთვისაც საქართველოში საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი ქალი მსახიობები ჩამოვიდნენ. ძალიან საინტერესო გამოვიდა. ესაა ცხოვრებისეული ფილმი, კომედია. ფილმის გამოშვებამდე დეტალებზე საუბარი აკრძალული გვაქვს", - განაცხადა სუხიტაშვილმა.
ფილმი "გაიღიმე" რუსუდან ჭყონიას რეჟისურით და სცენარით განხორციელდა. გადაღებები 3 თვის განმავლობაში მოზარ დმაყურებლის თეატრში მიმდინარეობდა.
ფილმის პრემიერა საქართველოს კინოთეატრებში უახლოეს მომავალშია დაგეგმილი.