"ზურაბ სოტკილავას მწვავე კომენტარის მიუხედავად, რუსეთის დიდი თეატრი საიუბილეო საღამოს უწყობს", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" თეატრის საოპერო დასის ხელმძღვანელმა მაყვალა ქასრაშვილმა.
"ზურაბ სოტკილავამ პრესაში მკაცრი გამოსვლა გააკეთა, მიუხედავად ამისა, 75 წლის იუბილეს უწყობენ. რუსეთის თეატრში ზურაბ სოტკილავას პატივს რომ არ სცემდნენ, მას საიუბილეო საღამოს არ მოუწყობდნენ. სოტკილავას მაისში უკვე დაგეგმილი აქვს კონცერტი და პროგრამაც შედგენილია. მართალია, ის დასის წევრი აღარაა, მაგრამ წელიწადში 1 ან 2 სპექტაკლში მაინც იმღერებს. ის ისეთ ასაკშია, სოლისტი ვერ იქნება, ის სიმბოლურად ვარსკვლავად ითვლება", - აღნიშნა ქასრაშვილმა.
საიუბილეო საღამოს ზურაბ სოტკილავას რუსეთის დიდი თეატრი მოუწყობს. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" თეატრის საოპერო დასის ხელმძღვანელმა მაყვალა ქასრაშვილმა განუცხადა, კონცერტი 11 მაისსაა დაგეგმილი.