მოსკოვის მერიამ გეი-აქტივისტებს არ მისცა ნებართვა ღამის აქციის ჩატარებისა, სახელწოდებით "ძილი ნებისა პატარებო!". ამ აქციის ჩატარება გეებს რუსეთის ფედერაციის საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის წლისთავზე სურდათ, როდესაც სასამართლოს გადაწყვეტილებით ბავშვებს შორის ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდა აიკრძალა.
მერიაში განმარტეს, რომ აქციის გამართვაზე უარის თქმის ერთადერთი მიზეზი არის ის, რომ "შეკრებების, მიტინგების, მსვლელობებისა და პიკეტირების" შესახებ კანონში საზოგადოებრივი ღონისძიება არ შეიძლება დაიწყოს 7 საათზე ადრე და არ შეიძლება დასრულდეს 23 საათზე გვიან ადგილობრივი დროით.