საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მიიღო.
პარტიარქმა ხმა კრწანისის მე-4 საარჩევნო უბანზე მისცა.
"მოსახლეობის გადასაწყვეტია, თუ ვის აირჩევს. მთავარია, ავირჩიოთ ისეთი პრეზიდენტი, რომელიც საჭიროა ქვეყნისთვის, გაუფრთხილდება ერის სულიერებას და ეროვნულ ფასეულობებს, რომლებიც მოპოვებულია საუკუნეების მანძილზე. ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო", _ აღნიშნა პატრიარქმა.
კრწანისის მე-4 საარჩევნო უბანზე 1 465 ამომრჩეველი ირიცხება