რუსეთის საპატრიარქო ბიზნესმენ ბორის ბერეზოვსკის პასუხობს. რუსეთის საპატრიატქოში სკეპტიკურად მიიღეს ბორის ბერეზოვსკის ღია წერილი, რომელიც მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიაქის მისამართით იყო დაწერილი. ეს განცხადება რუსეთის საპატრიაქროს ეკლესიისა და საზოგადოების ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელმა ვსევოლოდ ჩაპლინმა გააკეთა.
"ერთი მხრივ, სასიამოვნოა, რომ ბორის აბრამოვიჩი ეკლესიას სთავაზობს თავისი როლის გაძლიერებას რუსეთში მიმდინარე მოვლენებში, მაგრამ მეორე მხრიდან ამ ადამიანის ყველა ადრინდელი საქმე სულ სხვა აზრს ბადებს: ყურადღებით მოუსმინე ამ ბატონს და ყველაფერი ზუსტად საწინააღმდეგოდ გააკეთე", _ აცხადებს ჩაპლინი.
მისი თქმით, "საერთო ხელისუფლების ხელში ჩაგდება არის ბოლო, რაც შეიძლება ეკლესიამ გააკეთოს. ყველა ისტორიული ეპიზოდი კი, რომელთა დროსაც მართლმადიდებლური ან კათოლიკური ან სხვა ეკლესია საერო ხელისუფლება ან მისი ნაწილი ხდებოდა, ამგვარი სიტუაციის დამღუპველობას აჩვენებს".
"რომელი ხალხისათვის გვთავაზობს ბატონი ბორის აბრამოვიჩი ხელისუფლების გადაცემას, მე კარგად არ მესმის. სად არიან ამ ხალხის წარმომადგენლები? ვის მიიჩნევს ბატონი ბერეზოვსკი ლეგიტიმურად? საინტერესო იქნებოდა მისი პასუხის მოსმენა", _ აცხადებს მამა ვსევოლოდი.
შეგახსნებთ, რომ გუშინ ბორის ბერეზოვსკიმ ღია წერილში მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქს მოუწოდა, ურჩიოს ვლადიმერ პუტინს, გადადგეს, პატრიარქმა თავის ხელში აიღოს საერო ხელისუფლება და იგი ხალხს გადასცეს.