„მაქსიმალური გარანტია", რომელიც შეუძლია აშშ-მა რუსეთს ევროპაში რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის საკითხში მისცეს, ეს არის წერილობითი პირობა - იურიდიული ვალდებულებების გარეშე. ამის შესახებ „კომერსანტს" აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, აშშ-ის ყოფილმა ელჩმა რუსეთში უილიამს ბერნსმა განუცხადა.
„პრეზიდენტმა ობამამ გასაგებად აღნიშნა, რომ ჩვენ არ შეგვიძლია შევზღუდოთ აშშ-ისა და ნატოს რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა იურიდიულად სავალდებულო ჩარჩოებით. მან არა ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ-სა და ნატოს ძალისხმევა რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის სფეროში მიმართული არაა და არ შეიძლება საფრთხეს წარმოადგენდეს რუსეთის ფედერაციის ბირთვული სტრატეგიული ძალებისთვის. ჩვენ მზად ვართ ეს ქაღალდზეც დავადასტუროთ", - განაცხადა ბერნსმა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთი აშშ-სგან დაჟინებით მოითხოვს საკუთარი ვალდებულებების იურიდიულ გაფორმებას. მოსკოვში მიიჩნევენ, რომ რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა საბოლოო ჯამში საფრთხეს შუქმნის რუსეთის ბალისტიკურ რაკეტებს.
თავის მხრივ ვაშინგტონი ირწმუნება, რომ რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა მიმართულია აზიისა და ახლო აღმოსავლეთის სახელმწიფოებისადმი და მას არ შეუძლია შეზღუდოს რუსეთის ბირთვული პოტენციალი.