13:00 საათისათვის თბილისში ამომრჩეველთა აქტივობამ 15 პროცენტს მიაღწია. ამის შესახებ განცხადება ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ გიორგი ჩხეიძემ საგანგებოდ მოწყობილ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
მისი ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით ცუდი მეტეოროლოგიური პირობების და საარჩევნო უბნების გვიან გახსნის მიუხედავად ამომრჩეველთა აქტივობა მაინც მაღალია.