აშშ-ის პროკურატურამ პრეზიდენ ბარაკ ობამას მკვლელობის მცდელობისთვის აიდაჰოს შტატის მცხოვრებს, 21 წლის ოსკარ ორტეგა ჰერნანდესს ბრალი წაუყენა.
ოსკარ ორტეგა ჰერნანდესმა 2011 წლის 11 ნომებერს თეთრი სახლის მიმართულებით ორჯერ გაისროლა.
პრეზიდენტი ბარაკ ობამა გასროლის მომენტში თეთრ სახლში არ იმყოფებოდა. სროლის შედეგად არავინ დაშავებულა.
სასამართლო ექსპერტის განცხადებით, დაკავებული ფსიქიკურად ადეკვატურია და სასამართლოს წინაშე წარდგომა შეუძლია.
თავად ოსკარ ორტეგა ჰერნანდესი ირწმუნება, რომ მან თეთრი სახლის მიმართულებით ღვთის ნებით გაისროლა.
ბრალდების მხარემ მოითხოვა, რომ ოსკარ ორტეგა ჰერნანდესს დამატებითი სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდეს.