აშშ-მ ირანის წინააღმდეგ მოქმედება, შესაძლოა, უკვე კვირის შემდეგ დაიწყოს. სპერსეთის ყურის რეგიონში ღიად მიმდინარეობს ამერიკული სამხედრო ძალის გაზრდა. ეს განცხადება რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან არსებული საზოგადოებრივი საბჭოს პრეზიდიუმის წევრმა, ექსპერტმა იგორ კოტორჩენკომ გააკეთა.
"ფაქრობრივად, ორი კვირა დარჩა და ჩვენ, შესაძლოა, აშშ-ის მიერ ირანის წინააღმდეგ მიმართული სამხედრო მოქმედებების მოწმენი გავხდეთ", _ აცხადებს ექსპერტი ამ პრპობლემისადმი მიძღვნილ მრგვალ მაგიდაზე. მისი თქმით, რეგიონში აშშ-ის სამხედრო ძალის ზრდა და მათი გადაჯგუფება მიმდინარეობს.
"ამას გარდა, მალე იქ კიდევ ერთი ამერიკული ავიამზიდი შევა. ამერიკული ავიამზიდები კი, როგორც ცნობილია, მარტო არსად დადიან, მათ თანმხლები გემები ახლავს ყოველთვის - მათ შორის ერთი ან ორო მარავალმიზნიანი ატომური წყალქვეშა ნავია", _ აცხადებს კოროტჩენკო.
მისი შეფასებით, "მომავალში აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის სამხედრო საზღვაო ძალები ერთობლივად იმოქმედებენ, გარკვეული პირობებით მათ ისრაელიც შეუერთდება და თავისი ტერიტორიიდან სავარაუდოდ სარაკეტო დარტყმებს განახორციელებს".