ლაშა ღლონტის ახალი სიმღერა, რომელიც "მონატრებიხარ ფიქრებს" "აჯობებს" დათო არჩვაძემ 3 წლის შემდეგ დაწერა.
"როდესაც, "მონატრებიხარ ფიქრებს" ასე შეიყვარა ხალხმა ლაშამ მაშინვე მთხოვა დამეწერა მეორე ახალი სიმღერა. მუზა სამი წლის მერე მოვიდა და ისეთი სიმღერა დავწერე, რომელიც ვფიქრობ იმ ჰიტს არ ჩამოუვარდება. მიუხედავად იმისა, რომ ჩემ სიმღერების დონეს არ ვახარისხებ, ვფიქრობ ეს "აჯობებს" "მონატრებიხარ ფოქრებს", ყოველშემთხვევაში არ ჩამოუვარდება. ეს იმიტომ, რომ ანალოგიური გამეორდა და ამასაც იგივე შემოქმედებითი ჯგუფი ჰყავს, როგორც წინას. რა თქმა უნდა, ლირიკული ბალადების სერია აქაც გრძელდება", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" არჩვაძემ.
ცნობისთვის, ლაშა ღლონტის მიერ შესრულებული "მონატრებიხარ ფიქრებს" მსმენელმა სამი წლის წინ მოისმინა.
როგორც მომღერალი აცხადებს, ამ სიმღერით განსხვავებულ ამპლუაში, წარმატებით წარსდგა საზოგადოების წინაშე.