თურქეთში რადიოლოკაციური სადგური რომელიც სარაკეტო თავდასხმების შესახებ წინასწარ ინფორმაციას იძლევა და რომელიც ევროპაშინატოს რაკეტსაწინააღმდეგო სისტემებში შედის ექსპლუატაციაში შევიდა. ინფორმაციას ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ავრცელებს.
გასული წლის, სექტემბერში თურქეთმა თანხმობა განაცხადა თავის პროვინცია მალანტიაში, ირანის საზღვრიდან დაახლოებით 700 კმ-ით დაშორებით რადიოლოკაციური სადგურის განთავსებაზე. თურქეთის პრემიერ-მინისტრმა მაშინ განაცხადა, რომ "რადარის განთავსება მნიშვნელოვანი ნაბიჯია მთელი რეგიონისათვის".
სისტემის განთავსების აუცილებლობას ნატოს წარმომადგენლები ახლო აღმოსავლეთში დიდი და მცირე მანძილის რაკეტების გამოყენების შესაძლებლობის ალბათობით ხსნიან, უპირველეს ყოვლისა ირანის მხრიდან.
ირანმა თავის მხრივ თურქეთის ამ თანხმობაზე უკმაყოფილება ირანმა გამოთქვა და მისი ეს გადაწყვეტილება გააკრიტიკა. მიუხედავად, ამისა ოფიციალური ანკარა მიიჩნევს, რომ რაკეტსაწინააღმდეგო ფარი არ არის მიმართული რომელიმე მესამე ქვეუნის წინააღმდეგ.