რუსეთი ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციების მიღებას ეწინააღმდეგება, ასეთმა ზომებმა უკვე კარგა ხანია საკუთარი თავი ამოწურა. ეს განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გენადი გატილოვმა გააკეთა.
"ამასთან დაკავშირებით, გაეროს უშიშროების საბჭოზე არავითარი გადაწყვეტილებების მიღება საჭირო არ არის. სანქციებულმა ზომებმა ირანის მიმართ თავიანთი თავი უკვე ამოწურეს და ვერავითარ შედედამდე ვერ მივიდნენ", _ განაცხადა მან და აღნიშნა, რომ დამატებითი საქციების მიღება ეს დასავლეთის ქვეყნების "ნაციონალური გადაწყვეტილების მიღება იქნება".
სერგეი ლავროვის მოადგილე ასევე აცხადებს, რომ რუსეთის ფედერაცია თავის მხრივ მსგავს ინიციატივებს უარყოფს.
ამასთან ერთად, რუსეთის ფედერაცია ასევე კატეგორიულად ეწინააღმდეგება ირანზე დარტყმის მიყენებას.
მასალის გამოყენების პირობები