რუსეთი თავის მონაწილეობას არ გამორიცხავს კონფლიქტში, რომელიც შესაძლოა აშშ-სა და ისრაელის მიერ ირანზე თავდასხმის შემთხვევაში განვითარდეს. "ნეზავისიმაია გაზეტა" წერს, რომ რუსეთის შეიარაღებული არმიის გენერალური შტაბი ამუშავებს მასშტაბური სწავლება-წვრთნის გეგმას, ზოგადი სახელწოდებით "კავკაზ", თუმცა ეს წვრთნა, ამჟამად უკვე არა ოპერიულ-ტაქტიკური იქნება, არამედ სტრატეგიული. გამოცემის ინფორმაციით ეს სწავლებები იქნება მთავარი მოვლენა რუსეთის შეიარაღებულ ძალებში მთელი 2012 წლი განმავლობაში.
ამავდროულად, ირანის ინგვლის სიტუაცია სულ უფრ და უფრო იძაბება - ვაშინგტონი და ლონდონი სპარსეთის ყურეში სამხედრო გემებს აგზავნიან, დასავლეთი კი ირანის წინააღმდეგ ნავთობის ფრონტს ხსნის, სპეცსამსახურებმა კი ირანის ბირთვულ პროგრამაზე მომუშავეებზე ბადირობა გამოაცხადეს.
თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ ჯერ ჯერობით ამ პრობლემის მშვიდობიანი დარეგულირების იმედები ბოლომდე ამოწურული არ არის - აშშ-მ და ისრაელმა რამდენიმე ხნის წინ გამოცხადეს, რომ დაგეგმილი ერთობლივი სამხედრო წვრთნა გადადეს იმისათვის რათა რეგიონში დაძაბულობა კიდევ უფრო არ გაეღრმავებინათ.
"ნეზავისიმაია გაზეტას" ინფორმაციით, სწავლება "კავკაზ 2012" უფრო მასშტაბური იქნება ვიდრე ადრე და ისინი მაქსიმალურად იქნება მიახლოებული იმ სამხედრო-პოლიტიკურ რეალობას რომელიც თანამედროვე მსოფლიოშია - სამხედროების ამოსავალი წერტილი იქნება ირანის წინააღმდეგ დაწყებული ბრძოლა.
აღსანიშნავია, რომ პირველად ამგვარი სწავლებები 2008 წლის ზაფხულში ჩატარდა -ესქპერტების აზრით, სწორედ ამ მანევრების წყალობით, რუსეთი, მართალია არა მაქსიმალურად ეფექტურად, მაგრამ მაინც მზად აღმოჩნდა საქართველოსთან ომისათვის.
სამხედრო სწავლებაში "კავკაზ 2012" მონაწილეობას მიიღებს რუსეთში მოქმედი ყველა სამხედრო ორგანიზაცია და ძალოვანი სტრუქტურა.