იმის გამო, რომ ორმუზის სრუტეს სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, თეირანი ამ რეგიონში უსაფრთხოების დაცვას თავის საკვანძო ამოცენად მიიჩნევს. ეს განცხადება ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა გააკეთა.
"ორმუზის სრუტე მსოფლიო ეკონომიკისათვის სასიცოცხლო არტერიაა, ამიტომაც ამ რეგიონში უსაფრთხოების დაცვა ირანული დიპლომატიის საკვანძო ამოცანაა. ირანი ასევე ყველანაირად ცდილობს უსაფრთხოება სპარსეთის ყურეშიც დაიცვას, თუმცა ამისათვის ერთობლივი ქმედებებია საჭირო", _ აცხადებს დიპლომატი.
ამასთან, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ასევე აცხადებს, რომ "ზოგი ქვეყნები საკუთარი პოლიტიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე არ უნდა წყვეტდნენ ვინ უნდა მიიღოს სარგებელი სპარსეთის ყურიდან და ვინ არა".
შეგახსენებთ, რომ ორმუზის სრუტეში აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის სამხედრო ხომალდები იმყოფებიან.