იტალიაში ჩაძირული ლაინერის "კოსტა კონკორდიას" ირგვლივ სპეციალური ბარიერები აღმართეს, რამაც ზღვაში 2 300 ტონა საწვავის გაჟონვას ხელი უნდა შეუშალოს.
ქვეყნის გარემოს დაცვის მინისტრის განცხადებით, ინციდენტის ადგილი დაბინძურების მაღალი რისკის ქვეშ არის. თავად ლაინერზე კი სამაშველო სამუშაოები ისევ გრძელდება, სადაც ამჟამად 29 ადამიანს ისევ ეძებენ.
იტალიური ტელეარხებით ნახევრად ჩაძირული გემის პირველი შიდა კადრები გავრცელდა, რომლებიც მაშლების მიერაა გადაღებული. გემის კატასტროფაში ერთადერთი ეჭვმიტანილი კაპიტანია, რომელიც უკვე დააკავეს.
შეგახსენებთ, რომ 13 იანვარს ჩაძირულ გემზე მსოფლიოს 62 ქვეყნის 4 ათასზე მეტი ტურისტი და გემის ეკიპაჟის წევრი იმყოფებოდა.