დღეს, 17 იანვარს, 19:00 საათზე, მაღაზია "დიოგენეში" გაიმართება რობერტ მუზილის "უთვისებო კაცის" მეორე ტომის . გარდა ამისა, მთარგმნელთან, მაია ბადრიძესთან შეხვედრა მოეწყობა.
მუზილი თითქმის მთელი ცხოვრების განმავლობაში მუშაობდა "უთვისებო კაცზე", რომელიც დაუმთავრებელი დარჩა. 1930-1940-იან წლებში ტექსტი ნაწილ-ნაწილ გამოქვეყნდა. 1952 წელს რომანი ორ ტომად გამოიცა და ფართო საზოგადოების ყურადღებაც ამის შემდეგ მიიპყრო.
რობერტ მუზილის "უთვისებო კაცის" პირველი ტომი 2008 წელს გამოიცა. ამ თარგმანისთვის მაია ბადრიძეს ლიტერატურული პრემია "გალა" მიენიჭა. მეორე ტომი რამდენიმე წლის დაგვიანებით გამოდის, ამიტომ გამომცემლებმა საჭიროდ მიიჩნიეს, პირველი წიგნი ხელახლა გამოეცათ. მათი განცხადებით, ახლა მკითხველს ხელთ აქვს "უთვისებო კაცის" სრული ქართული ტექსტი.