"საქართველოს ბედი დღეს წყდება და საქართველოს ბედი თითოეული ჩვენგანის ხმაშია", _ ასეთი განცხადება გააკეთა საარჩევნო უბანზე მისულმა პრეზიდენტობის კანდიდატმა, მიხეილ სააკაშვილმა.
მან საქართველოს მოქალაქეებს აქტიურობისკენ მოუწოდა, მივიდნენ საარჩევნო უბნებზე და თავისი არჩევანი დააფიქსირონ.
"როგორც საქართველოს ერთი მოქალაქის, ჩემი ქვეყნის ბედი ჩემი გადასაწყვეტია. ამიტომ ყევლას მოგიწოდებთ მოხვიდეთ არჩევნებზე და დააფიქსიროთ თქვენი არჩევანი. დღეს ჩვენ ვაძლევთ ხმას იმას გვინდა საქართველოს განვითარება თუ არა", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მისი თქმით, ეს არჩევნები დაადასტურებს კიდევ ერთხელ იმას ქართველი ხალხი დგას თუ არა ერთად.
მიხეილ სააკაშვილი გალში მიმდინარე მოვლენებსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ამ არჩევნებზე გადაწყდება იქნება თუ არა საქართველო ენგურით გაყოფილი.
"დღეს ყველამ იცის რაც ხდება გალში და მე იმ ადამიანებს ვინც ენგურის აქეთ იმყოფებიან, მოუწოდებ მივიდნენ საარჩევნო უბნებზე და გადაწყვიტონ საქართველოს ერთიანობის ბედი. ეს არჩევნები არის საქართველოს გაერთიანების საწინდარი". - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.