ეროვნული კინოცენტრი წარმოდგენილი იქნება იტალიაში ტრიესტეს კინოფესტივალის ფარგლებში გამართულ პროგრამაში WHEN EAST MEETS WEST.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" კინოცენტრიდან აცნობეს, ეროვნული კინოცენტრის პროექტების მენეჯერი ქეთი დანელია, გამართავს პრეზენტაციას კინოცენტრის ბაზაზე არსებული კინოკომისიის დეპარტამენტის მუშაობის ფორმების და გამოცდილების შესახებ.
წელს აღნიშნულ პროგრამაში არჩეულ იქნა ორი ქართული პროექტი. სექციაში final line-up სხვა 18 საერთაშორისო პროექტს შორის. თინათინ ყაჯრიშვილი წარადგენს მხატვრული ფილმის "პატარძლები" პროექტს.
ალექსანდრე კვატაშიძე კი წარმოადგენს დოკუმენტურ კინოპროექტს „შეგხვდებით ჩეჩნეთში", რომელიც warm-up კატეგორიაში სხვა 11 ევროპულ იმედის მომცემ პროექტს შორის მოხვდა.
WHEN EAST MEETS WEST - არის სხვადასხვა კინოორგანიზაციის (Friuli Venezia Giulia Audiovisual Regional Fund, the Trieste Film Festival, EAVE, ANTENNA MEDIA TORINO, MEDIA DESK ITALIA,) ერთობლივი ღონისძიება, რომელიც ევრიმაჟის პატრონაჟით იმართება იტალიაში, ტრიესტეს კინოფესტივალზე.
მისი მთავარი მიზანია გაუმჯობესდეს თანამშრომლობა აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპის კინოინდუსტრიის წარმომადგენლებს შორის. იმართება ინდუსტრიული შეხვედრები მრგვალი მაგიდის ფორმატში, ინდივიდუალური შეხვედრები პროექტების მიხედვით და ა.შ. მისია ერთია: ყველა რეგიონის და ქვეყნის კინოსექტორის წარმომადგენლების დაახლოება.