ავსტრიის დედაქალაქ ვენაში, უსახლკარო 48 წლის ჰერმან შლაიჰერტმა ქუჩაში ნაპოვნი 7 ათასი ევრო მფლობელს დაუბრუნა.
ჰერმანმა, რომელიც ტროტუარზე იწვა შეამჩნია ძირს დაგდებული კონვერტი, რომელიც 500 ევროიანი კუპიურებით იყო სავსე.
მან კონვერტი უახლოეს პოლიციის განყოფილებაში მიიტანა, სადაც აღნიშნული თანხა, კანონიერ მფლობელს დაუბრუნდა.