რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინი მიიჩნევს, რომ სხვა და სხვა ქვეყნებში არსებულ დესტრუქციულ ძალებს ეხმარებიან ის სახელმწიფოები, რომლებიც "დემოკრატიის ექსპორტირებას" ძალისმიერი მეთოდებით ცდილობენ. ამის შესახებ მან თავის სტატიაში განაცხადა, რომელიც საკუთარ წინასაარჩევნო ინტერნეტ-გვერდზე გამოაქვეყნა.
სტატიაში ვლადიმერ პუტინი რუსეთის საზოგადოებას დიალოგისკენ მოუწოდებს, რომელიც ქვეყნის განვითარების პერსპექტივას ეხება.
"პლანეტის რიგ რეგიონებში ძალას იკრებს და აგრესიულად აცხადებენ თავისი თავის შესახებ დესტრუქციული ძალები, რომლებიც საბოლოო ჯამში ყველა ქვეყნისა და ერების უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნიან. ობიექტურად, მათი მოკავშირეები ახლა ხდებიან ის სახელმწიფოები, რომლებიც "დემოკრატიის ექსპორტირებას" ცდილობენ ძალოვანი და სამხედრო მეთოდების გამოყენებით", _ მიიჩნევს ვლადიმერ პუტინი.
ამასთან ერთად, იგი აცხადებს, რომ იგი კატეგორიული წინააღმდეგია "საერთაშორისო სამართლისა და სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის" დარღვევისა, რომელიც, მისივე თქმით, გაუმართლებელია ყველაზე კეთილშობილური მიზნების მისაღწევადაც კი.
მასალის გამოყენების პირობები