რუმინეთში მეოთხე დღეა საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. დემონსტრანტები ქვეყნის პრეზიდენტის, ტრაიან ბასესკუს გადადგომას და ვადამდელ არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.
დემონსტრანტები აცხადებენ, რომ ხელისუფლება რუმინეთში არსებული ეკონომიკური პრობლემების დაძლევას არ ცდილობს.
14 იანვარს დემონსტრაციას შეტაკება მოჰყვა. უნივერსიტეტის მოედანზე აქციის მონაწილეები და პოლიცია ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, რის შედეგადაც 17 ადამიანი დაშავდა.
დასავლური მედიასაშუალებები, მიმდინარე აქციების 2004 წლის შემდეგ ყველაზე მაშტაბურად მიიჩნევენ. ბასესკუ სწორედ 2004 წელს აირჩიეს.