იტალიაშია ჩაძირულ გემ "კოსტა კონკორდიაზე" სამაშველო სამუშაოები გრძელდება. როგორც "როიტერი" იუწყება, ამ დრომდე დაკარგულად ითვლება 14 მგზავრი. სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად დაიღუპა 6 და დაშავდა 60 ადამიანი,
გუშინ მაშველებმა სამი ადამიანის ამოყვანა შეძლეს, რომელთა შორის იმყოფებოდა სამხრეთ კორეული წყვილი, რომლებიც თაფლობის თვეს ატარებდნენ მოგზაურობაში. გუშინვე პოლიციამ ორი ადამიანის ცხედარიც იპოვნა "კოსტა კონკორდიაზე".
როგორც ცნობილია, ლაინერი "კოსტაკონკორდია" 13 იანვარს იტალიის კუნძულ ჯილიოსთან წყალქვეშა კლდეს შეეჯახა. მის ბორტზე 62 ქვეყნიდან 3 216 მგაზვრი იმყოფებოდა.
ტოსკანის პრივინციის პროკურატურამ გემის ჩაძირვისა და ადამიანების დაღუპვის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა. დაკავებული და დაკითხულია საკრუიზო ლაინერის კაპიტანი ფრანჩესკო სკეტინო და მისი უფროსი თანაშემწე ჩირო ამბროსიო. ისინი ეჭვმიტანილები არიან არაგანზრახ მკვლელობაში, ასევე გემის მგზავრების ევაკუაციამდე დატოვებაში.
გემი "კოსტა კონკორდია" 2006 წელს ჩაეშვა და კომპანია"კოსტა კრუისს" 450 მილიონი ევრო დაუჯდა. გემის სიგრძე 290 მეტრია, მასზე განლაგებულია 1500 კაიუტა, ოთხი საცურაო აუზი, ხუთი რესტორანი, 13 ბარი და სხვა გასართობი ცენტრები.