ანტარქტიკაზე ძლიერი, 6.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. როგორც CNN იუწყება, არსებობდა ცუნამის საშიშროებაც. ეპიცენტრი კორონაციის კუნძულის აღმოსავლეთ ნაწილიდან 334 მილის მოშორებით დაფიქსირდა.
როგორც წყნარი ოკეანის უსაფრთხოების ცენტრი იუწყება, ცუნამის შემთხვევაში სერიოზული პრობლემების შექმნა მოსალოდნელი არ არის, თუმცა სანაპირო ზოლმა შესაძლოა ადგილმდებარეობა ოდნავ შეიცვალოს.