"ოქროს გლობუსის" დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. საუკეთესო კინოფილმად "შთამომავლები" აღიარეს.
"ოქროს გლობუსი" მამაკაცის საუკეთესო როლისთვის ჯორჯ ქლუნს ერგო (შთამომავლები), ხოლო საუკეთესო ქალის როლის შესრულებისთვის მერილ სტრიპი დაჯილდოვდა, რომელმაც კინოდრამაში "რკინის ლედი" დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი მარგარეტ ტეტჩერი განასახიერა.
საუკეთესო რეჟისორად მარტინ სკორსეზე დასახელდა (სათავგადასავლო ფილმი "ჰიუგო"). პრიზი საუკეთესო მუსიკალური ფილმისთვის შავ-თეთრმა ფილმმა "არტისტი" მიიღო.