დღეს,16 იანვარს, 10:30 საათზე, სასტუმრო "ჰოლიდეი ინში" საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) წარადგენენ ერთობლივი ინიციატივის შედეგებს, რომელიც ქართული პროდუქციის რეპუტაციის საერთაშორისო ბაზრებზე უკეთ დაცვის მიზნით განხორციელდა.
UNDP-ის ექსპერტების ხელშეწყობით საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ შეიმუშავა ინსტრუქციები 30 ქართული პროდუქტის - სხვადასხვა სახის ღვინოს, ყველის, რძისა და სხვა საკვები პროდუქტის გეოგრაფიული და ადგილწარმოშობის დასახელებების დასაცავად.
ღონისძიებას დაესწრებიან, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა გოროზია და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელი საქართველოში ჯეიმი მაკგოლდრიკი.