სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა ანტისამთავრობო გამოსვლების მონაწილეები შეიწყალა. ასადის ეს ბრძალებულება დღეს გამოქვენდა, როდესაც სირიაში ანტისამთავრობო გამოსვლების დაწყებიდან ზუსტად 10 თვე სრულდება. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი სააგენტო "სანა" ავრცელებს.
ამინსტია ეხება ყველა იმ ადამიანს "რომელმაც ამ მოვლენების კონტექსტში 2011 წლის 15 მარტიდან 2012 წლის 15 იანვრამდე პერიოდში დანაშაული ჩაიდინა".
ამნისტია ეხება არმიის დეზერტირებსაც, რომლებიც ოპოზიციის მხარეს გადავიდნენ იმ შემთხვევაში თუ ისინი ნებაყოფლობით ჩაბარდებიან ხელისუფლებას მიმდინარე თვის, ანუ იანვრის ბოლომდე. ასევე ეხება მშვიდობიან დემონსტრანტებს და მათ ვინც მათ ხელში უკანონოდ არსებულ იარაღს ჩააბარებს.
გაეროს მონაცემებით, სირიაში ანტისამთავრობო გამოსვლებში მონაწილე 14 ათასზე მეტი ადამიანი დაპატიმრებული. საპროტესტო ტალღის დაწყებიდან კი უკვე დაღუპულია 5 ათასზე მეტი ადამიანი.