პაკისტანის ქალაქ ხანპურში აფეთქების შედეგად სულ მცირე 13 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ "ასოშიეიტედ პრესი" ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, ასაფეთქებელი მოწყობილობა სამგლოვიარო პროცესიის გზაზე ამოქმედდა.
აფეთქების შემდეგ, ადგილობრივებმა, პოლიციის წარმომადგენლებს, რომლებიც შემთხვევის ადგილზე მივიდნენ ქვები დაუშინეს.
ხალხის დასაშოშმინებლად პოლიციელებს ცრემლსადენი გაზის გამოყენება მოუხდათ.
პასუხისმგებლობა ამ ტერორისტულ აქტზე ჯერ-ჯერობით არავის აუღია.
მასალის გამოყენების პირობები