ნეკა სებისკვერაძე და დათო არჩვაძე "რომანსების საღამოს" პარიზში გამართავენ. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" დათო არჩვაძემ განუცხადა კონცერტზე მოსახლეობასთან ერთად ქართველ მეგობრებსაც შეხვდებიან.
"ქართული "რომანსების საღამოები" გრძელდება. პარიზში წარვადგენთ სიმღერებს კინოფილმებიდან, რომელიც საზოგადოებისთვის ყოველთვის საყვარელი და აქტუალურია. ასევე, შევასრულებთ ჩვენ ახალ რამდენიმე სიმღერებსაც", - აღნიშნა არჩვაძემ.
პარიზში "ქართული რომანსების საღამოები" 6 თებერვალს იგეგმება. პროექტის ფარგლებში კონცერტს ნეკა სებისკვერაძე და დათო არჩვაძე ქუთაისშიც გამართავენ.