აშშ-ის პრინსტონის ბიბლიოთეკაში გერმანელი კომპოზიტორის იოჰანეს ბრამსის უცნობი ეტიუდი აღმოაჩინეს. როგორც The guardian წერს, ბრამსის ორწუთიანი ნაწარმოები პირველად 21 იანვარს რადიოსადგურ BBC რადიო 3-ში აჟღერდება. მას პიანისტი ანდრეს შიფი შეასრულებს.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ეტიუდი სათაურით "Albumbulatt", ("ფურცელი ალბომიდან") მუსიკის ისტორიკოსმა და დირიჟორმა კრისტოფერ ჰოგვუდმა წიგნში აღმოაჩინა, რომელიც ეკუთვნოდა გერმანიის ქალაქ გეტინგენის დირიჟორს. ნაწარმოების პრემიერის შემდეგ ჰოგვუდი თავის აღმოჩენას განიხილავს შიფთან, პროგრამაში BBС Music Matters.
ბრამსმა ეტიუდი 1853 წელს დაწერა,მაშინ როცა ის 20 წლის იყო. თითქმის 160 წლის განმავლობაში, მისი არსებობის შესახებ არავინ იცოდა.თუმცა მელოდია ასევე ჟღერს ბრამსის ტრიოში ფორტეპიანოს, ვიოლინოს და ვალტორნისათვის, რომელიც 1865 წელს დაიწერა.
მასალის გამოყენების პირობები