ტერორისტული დაჯგუფება "ალ-ქაიდას" რამდენიმე ათეულმა ბოევიკმა პატარა ქალაქი რადა დაიკავა. ეს ქალაქი იემენის დედაქალაქ სანადან 170 კმ არის დაშორებული. ინფორმაციას ამის შესახებ "როიტერი" ადგილობრივ სამართალდამცავებზე და თვითმხილველებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ბოევიკებს ხელში ჩაგდებული აქვთ ქალაქის უმეტესი ნაწილი და ცენტრალური მეჩეთი. ქალაქის პოლიციის მცირერიცხოვანმა კონტიგენტმა მათ ჯეროვანი წინააღმდეგობა ვერ გაუწია. თვითმხილველები აცხადებენ, რომ ბოევიკთა ჯგუფი რამდენიმე ათეული ადამიანისგან შედგება.
სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნული ფაქტი "ალ -ქაიდას" გავლენის გაფართოებაზე მეტყველებს ქვეყანაში სადაც ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა აჯანყება პრეზიდენტ ალი აბდულა სალეხის წინააღმდეგ.
ამერიკის სპეცსამსახურები იემენურ "ალ-ქაიდას" ერთ ერთ ყველაზე საშიშად მიიჩნევენ.