სირიის სამხრეთ ნაწილში ნაღმზე ავტობუსი აფეთქდა. ინფორმაციას ამის შესახებ სირიის ტელევიზია ავრცელებს. მათი ინფორმაციით, ავტობუსში ტექსტილის ფაბრიკის მუშები ისხდნენ. აფეთქების შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა და თექვსმეტი დაიჭრა.
"თვითნაკეთი ფუგასი, რომელიც შეიარაღებული ტერორისტული დაჯგუფების მიერ, გზის განაპირად იყო დამონტაჟებული, მაშინ ამოქმედდა, როდესაც ავტობუსმა ჩაიარა. აღნიშნული ინციდენტი სირიის პროვინცია იდლიბში მოხდა.
ეს პროვინცია სირიის ერთ-ერთი ყველაზე დაძაბულ რაიონად ითვლება სადაც უკვე 10 თვის განმავლობაში ანტისამთავრობო გამოსვლები არ წყდება და ეს გამოსვლები, ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სულ უფრო და უფრო ხშირად იღებს ძალადობრივ ხასიათს.
გაეროს მონაცემებით, სირიაში არსებული არეულობებისა და შეტაკებების შედეგად უკვე დაღუპულია 5 ათას ადამიანზე მეტი. თავად სირიის ხელისუფლება აცხადებს, რომ ანტისამთავრობო დემონსტრაციებსა და პოლიციას შორის შეტაკებებში უკვე მოკლულია 2 ათასი სამართალდამცავი და სამხედრო.