გელა ჩარკვიანი მუსიკას წერს. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" თავად განუცხადა ახლა მის ცხოვრებაში ახალი ეტაპი დადგა.
"ადამიანი თავის ცხოვრებაშის სხვადასხვა ეტაპს გადის. ახლა, მე თავისუფლების პერიოდი მაქვს, როდესაც არავის, დაგეგმილ დროს არ ვემორჩილები. ვდგები როცა მინდა და ვაკეთებ რასაც მინდა. ახლა ვმუშაობ ახალ ნაწარმოებებზე, რომელიც მინდა დისკის სახით გამოვცე", - აღნიშნა "ჯი-ეიჩ-ენთან" გელა ჩარკვიანმა.
ცნობისთვის, გელა ჩარკვიანი დიპლომატი, ლექტორი და ასევე, ჟურნალისტიც გახლდათ. როგორც თავად განაცხადა ცხოვრების ყოველ ეტაპზე მას თან სდევდა მუსიკა, პოეზია და მხატვრობა.
"ლექსებიც მაქვს დაწერილი, თუმცა მის კრებულად გამოცემას არ ვგეგმავ. ასევე, ახლა ვიპოვე წლების წინ დახატული ჩემი რამდენიმე ნამუშევარი. თუმცა, ვფიქრობ რომ ხატვა ჩემი სტილი არაა", - განაცხადა ჩარკვიანმა.