ყაზახეთში დღეს მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა 35 % პროცენტმა მიიღო მონაწილეობა. ცესკოს მიერ გავრცებული ინფორმაციით, ხმის მიცემის პროცედურა სტაბილურად მიმდინარეობს და დარღვევები დაფიქსირებული არ არის.
დღეს ყაზახეთის მოქალაქეები პარლამენტის ქვედა პალატის დეპუტატებს ირჩევენ. ყაზახური კანონმდებლობის შესაბამისად, მნიშვნელობა არ აქვს თუ რა რაოდენობის ადამიანი მივა არჩევნებზე ხმის მისაცემად - არჩევნები მაინც ჩატარებულად ჩაითვლება. სულ რესპუბლიკაში 9. 7 ათასი საარჩევნო უბანია და საარჩევნო სიაში 9, 2 მილიონი ადამიანია შეყვანილი.
ხმის მიცემის პროცედურა ადგილობრივი დროით 07:00 საათზე დაიწყო და 20:00 საათზე დასრულდება. არჩევნებში სულ შვიდი პარტია მონაწლეობს. ბიულეტენში პასუხი "ყველას წინააღმდეგ" შეტანილი არ არის.
რუსული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, არჩევნებს ყაზახეთში ათასობით უცხო ქვეყნის დამკვირვებელი აკვირდება. უსაფრთხოების დაცვისათვის პოლიცია გაძლიერებულ რეჟიმში მუშაობს.
მასალის გამოყენების პირობები