სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა გოროზია აგროქიმიკატების იმპორტიორებს, მწარმოებლებს და სადისტრიბუციო ქსელის ხელმძღვანელებს შეხვდა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე, სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისთვის განკუთვნილი 30 ლარიანი ვაუჩერით სასუქის შეძენის საკითხები დეტალურად განიხილეს.
იმპორტიორებს და მწარმოებლებს საშუალება ექნებათ იანვრის ბოლომდე დარეგისტრირდნენ, ჩაერთონ პროგრამაში და წარმოადგინონ საკუთარი შეთავაზებები, რათა უფრო გაუმარტივდეს მოსახლეობას ვაუჩერით სასუქის შეძენა, ხოლო მწარმოებლებს და დისტრიბუტორებს ბანკში ვაუჩერების განაღდება.
თვის ბოლოს, ქვეყნის მასშტაბით იმ სავაჭრო ობიექტების სრული სია შეიქმნება, სადაც შესაძლებელი იქნება ვაუჩერით სასუქის შეძენა.