15-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა ერაყის ქალაქ ბარსასთან მომხდარი ტერაქტის შედეგად.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, თვითმკვლელმა ტერორისტმა ასაფეთქბელი მოწყობილობა ქალაქის საზღვართან საკონტროლო გამშვებ პუნქტთან მოიყვანა მოქმედებაში.
აფეთქების დროს გამშვებ პუინქტთან შიიტი მომლოცველების კოლონა გადაადგილდებოდა, რომლებიც ქალაქ ქერბალაში ”არბაინის” ცერემონილაში მონაწილეობის მისაღებად მიემართებოდნენ.
ბოლო ორი კვირის განმავლობაში ”არბანის” ცერემონიალის მონაწილე ასამდე შიიტია ტერაქტის შედეგად დაღუპული. ამ დრომდე ტერორიოსტულ აქტთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.
მასალის გამოყენების პირობები