სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2012 წელს წლიურად დაზუსტებული მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მონაცემებს 15 ნოემბერს გამოაქვეყნებს, ნაცვლად გასულ წლებში არსებული ვადისა, რომელიც 30 ნოემბერი იყო.
"საქსტატის" ინფორმაციით, მონაცემების 15 დღით ადრე გამოქვეყნება შესაძლებელი გახდა ყოველწლიური სამეწარმეო კვლევის შედეგების დამუშავების ვადის შემცირებით. 2012 წელს წლიური სამეწარმეო სტატისტიკის მონაცემებიც 15 დღით ადრე გამოქვეყნდება.