კომპანია Apple დიდი პრეზენტაციისათვის ემზადება. კომპანიამ 19 იანვრისთვის საგანგებო პრესკონფერენცია დანიშნა, რომელიც ნიუ-იორკში, მეხუთე ავენიუზე, სოლომონ გუგენხაიმის მუზეუმში გაიმართება.
პრესკონფერენციის მოსაწვევზე სკოლის დაფაა გამოსახული, რომელზეც მკრთალად Apple-ის ლოგოა გამოსახული. ლოგოს შემდეგ კი არის წარწერა: "შემოუერდით ჩვენს განცხადებას განათლების სფეროში - დიდი ვაშლში".
პრეზენტაციის შესახებ სხვა დეტალები ამ დროისათვის არ ვრცელდება.
The New York Times-ი კი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით კი უწყება, რომ პრეზენტაციის თემა ელექტრონული სახელმძღვანელოები იქნება. ეს კი ემთხვევა Apple-ის დამფუძნებლის სტოვ ჯობსის იდეას, რომელმაც ის სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე გააჟღერა.