2012 წლიდან "პსპ დაზღვევა", როგორც მსხვილ და საშუალო, ასევე მცირე ორგანიზაციებსა და მათ ოჯახის წევრებს ჯანმრთელობის დაზღვევის განახლებულ პროდუქტს სთავაზობს: გაუმჯობესებულ სამედიცინო მომსახურებასთან ერთად არასიცოცხლის დაზღვევის ყველა ტიპის: ქონების, ავტო, პასუხისმგებლობის და სხვა რისკების დაზღვევას, რომელთა გადაზღვევაზე მსოფლიოს უმსხვილესი გადამზღვევი კომპანიები იზრუნებენ.
განსაკუთრებულ მაღალი ხარისხის სადაზღვევო და სამედიცინო მომსახურების გამო "პსპ დაზღვევა" საკმაოდ პოპულარული გახდა კომპანიებს შორის, რისი დასტურიცაა მის მიერ კორპორატიული ჯანმრთელობის პროგრამით 30000-ზე მეტი დაზღვეული. გაუმჯობესებული ჯანმრთელობის დაზღვევის პროგრამა გულისხმობს ევროპული სტანდარტის "ნიუ ჰოსპიტალსის" მრავალპროფილურ სამედიცინო და აქვე პროფესიონალი ოჯახის ექიმების მომსახურებას. მულტიპროფილური "ნიუ ჰოსპიტალსი" 2011 წლის სექტემბერში გაიხნა. ჰოსპიტალი აღჭურვილია მხოლოდ იაპონური, გერმანული და ამერიკული უახლესი აპარატურით, დაკომპლექტებულია უმაღლესი კვალიფიკაციის კადრით, რომEლთაც ევროპასა და აშშ-ში აქვთ განთლება და მუშაობის გამოცდილება მიღებული; "ნიუ ჰოსპიტალსს" აქვს ტექნიკური პოტენციალი და ჰყავს პროფესიონალი კადრი, ყველა პროფილის ამბულატორიული და ლაბორატორიული (მათ შორის საქართველოში აქამდე არ არსებული კვლევების) მომსახურების, ყველა სახის რუტინული და უნიკალური ოპერაციების ჩასატარებლად; ამასთან პსპ-ს დაზღვეულების კომპფორტისათვის შექმნილია მაღალი კვალიფიკაციის ოჯახის ექიმთა ინსტიტუტი. "ნიუ ჰოსპიტალსში" ყველა პირობაა შექმნილი პსპ-ს დაზღვეულთა მაღალ დონეზე და კომპფორტულად მომსახურებისთვის.
კომპანიის ინფორმაციით, „პსპ დაზღვევა" 2010 წლის 1 ოქტომბრიდან ახორცილებს მაღალი დონის ჯანმრთელობის კორპორატიულ დაზღვევას ორგანიზაციებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის. ასამდე (89) დაზღვეულ კომპანიას შორისაა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, სილქნეტის, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის, კომპანია ბლექ სი გრუპის, რუსთავის ფოლადის, ცენტრალური საარჩევნო კომისიის, სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ს, ტელეიმედის, რადიო იმედის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის, საქართველოს დაზვერვის სამსახურის, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის, დიპლომატ ჯორჯიას, „პსპ-ჯგუფის", ფარმაცევტული საწარმო „ჯი-ემ-პის"და სხვ. ორგანიზაციების თანამშრომლები და მათი ოჯახის წევრები.
2012 წელს პსპ - ჩემი ოჯახის დაზღვევა მოსახლეობას კიდევ ბევრ სიახლეს შესთავაზებს.