აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ქვეყნის კონგრესს მიმართა სახელმწიფო ვალის ზღვრული დონის გაზრდასთან დაკავშირებით შესაბამისი წერილი პრეზიდენტმა წარმომადგენლოებით პალატის სპიკერს და სენატის თავმჯდომარეს გაუგზავნა.
"აღნიშნულით ვადასტურებ, რომ ვალის ლიმიტის ის ამოწურვამდე რჩება 100 მილიარდი დოლარი და არსებული ვადლებულებების შესასრულებლად საჭიროა დამატებითი ვალის აღება",- აღნიშნულია ობამას მიერ გაგზავნილ წერილში.
თუ კონგრესი 15 დღის განმავლობაში პასუხს არ გასცემს პრეზიდენტის წერილს მაშინ ზღვარი ავტომატურად გაიზრდება.
იმ შემთხვევაში, თუ კონგრესი დაბლოკავს პრეზიდტის თხოვნას, ბარაკ ობამას უფლება რჩება კონგრესის რეზოლუციას ვეტო დაადოს.