კატრინ დენევი ჩაპლინის პრემიის ლაურიატი გახდა. მსახიობის დაჯილდოების ცერემონიალი 2012 წლის აპრილში გაიმართება.
დღეისათვის მსახიობის ბოლო ნამუშევარს ფილმი ("Les bien-aimes"), "შეყვარებულები" წარმოადგენს, რომელიც 2011 წელს გამოვიდა. 2011 წლის მაისში ამ ფილმით კანის კინოფესტივალი დაიხურა.
ლინკოლ-ცენტრის კინომატოგრაფიული საზოგადოება ჩაპლინის პრემიას 1972 წლიდან ანიჭებს. მისი პირველი ლაურიატი თავად ჩარლი ჩაპლინი გახდა.
მოგვიავებით ჯილდოები გადაეცა: ფედერიკო ფელინის, ელიზაბეტ ტეილორს, ოდრი ჰეპბერს, კლინტ ისტვუდს, შონ კონერს, მარტინ სკორსეზს, ალ პაჩინოს, ფრენსის ფორდ კოპოლას, მერილ სტრიპს და სხვა კინომატოგრაფისტებს.