აშშ-მა სამ საერთაშორისო ენერგეტიკულ კომპანიას ირანთან თანამშრომლობის გამო სანქციები დაუწესა. მათ შორისაა ჩინური კორპორაცია Zhuhai Zhenrong, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებით ირანული ნავთობის უმსხვილესი მიმწოდებელია.
კომპანიას აშშ-ში ექსპორტზე ლიცენზიის მისაღებად უფლება ჩამოერთმევა.
ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ აღნიშნული შეზღუდვა სიმბოლური ხასიათისაა, რადგან ჩინურ კომპანიას აშშ-ს ბაზარზე მცირე წარმომადგენლობა აქვთ.
სანქციები ასევე დაუწესდათ სინგაპურისა და გაერთიანებული არაბეთის ემირატების კომპანიას.
2012 წელს აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ შემოიღო სანქციები თეირანის წინააღმდეგ, რომლის მიხედვითაც აშშ წყვეტს გარიგებებს იმ კოპანიებთან, რომლებიც ირანთან თანამშრომლობენ.