აშშ ევროპაში განლაგებული სამხედრო კონტინგენტის რაოდენობას 7 თასი ჯარისკაცით შეამცირებს. ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მდივანმა ლეონ პანეტამ განაცხადა.
ადრე პანეტამ განაცხადა, რომ აშშ თავისი ახალი სამხედრო სტრატეგიის ფარგლებში ევროპიდან ქვეითთა ორ ბრიგადას გაიყვანდა, მაგრამ რეგიონში სამხედრო წარმომადგენლობას როტაციის საფუძველზე შეინარჩუნებდა.
ამჟამად ევროპაში 81 ათასი აშშ-ის სამხედრო მოსამსახურეა განლაგებული.
მათი უმეტესი ნაწილი გერმანიაში არსებულ სამხედრო ბაზებზე გადის სამსახურს.